კრიზისულიკომუნიკაციებისმართვა
ისწავლე კრიზისის პრევენცია, სწრაფი რეაგირება და რეპუტაციის აღდგენა: რისკის კომუნიკაცია, კრიზისული გუნდი და გეგმა, მედიასთან მუშაობა, Holding Statement და SCCT. კურსს უძღვება რეპუტაციის მართვის კომპანიის დამფუძნებელი, 20+ წლის გამოცდილებით.
- ლექტორი
- გიორგი კალატოზიშვილი
- ფორმატი
- ფიზიკურად + ონლაინ
- დაწყება
- 13 ოქტომბერი
- ხანგრძლივობა
- 1 თვე
- შეხვედრები
- 9 შეხვედრა, 18 სთ
- განრიგი
- სამშ, პარ 20:00
მოდელები და ინსტრუმენტები, რომლებიც ისწავლება:
SCCTMessage MapHolding StatementStakeholder MapPESOშეაფასე კრიზისის სიმძიმე
კრიზისის ტიპოლოგია და კონტექსტუალური მოდიფიკატორები (ლექცია 1) და SCCT, სიტუაციური კრიზისული კომუნიკაციის თეორია (ლექცია 7), გეხმარება გადაწყვიტო, რამდენად სწრაფად და რა ტონით უნდა უპასუხო. შეაფასე სიტუაცია 1-დან 5-მდე და ნახე რეაგირების რეკომენდებული დონე.
სიტუაციის შეფასება
რეაგირების დონე
კრიზისული რეაგირება
აღწერა
შეფასება გამარტივებული საგანმანათლებლო მოდელია და არ ცვლის კრიზისის მართვის გეგმასა და გუნდის პროფესიულ გადაწყვეტილებას.
9 შეხვედრა, სამი ეტაპი
18 საათი: კომუნიკაცია წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში, კრიზისის ტიპოლოგიიდან ფინალური პროექტის წარდგენამდე.
კურსის ბოლოს
კრიზისის პრევენციიდან რეაგირებამდე და იმიჯის აღდგენამდე, ეთიკური სტანდარტების დაცვით.
გეცოდინება
- კრიზისის ტიპოლოგია
- კრიზისების პრევენციისა და მართვის თეორიული მოდელები
- კრიზისული კომუნიკაციების სტრატეგიები
- ეფექტური კომუნიკაციისა და გზავნილების შემუშავების ტექნიკა
- ზიანის შემცირების ანალიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტები
შეძლებ
- ორგანიზაციის იმიჯის ფორმირებას, გაძლიერებას და აღდგენისთვის მაკორექტირებელი აქტივობების დაგეგმვას
- კრიზისის ტიპიდან გამომდინარე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას
- კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგიებისა და ტაქტიკური აქტივობების შემუშავებას
- კრიზისული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას
- დაგეგმილი აქტივობების არგუმენტირებულ წარდგენას სამიზნე ჯგუფისთვის
- ეთიკური სტანდარტების დაცვას კრიზისული კომუნიკაციის პროცესში
ლექტორი
სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელსაც კრიზისები სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში აქვს მართული.
გიორგი
კალატოზიშვილი
Strategic Communication Specialist; რეპუტაციის მართვის კომპანია „მაინდერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
ბიზნეს-ტრენერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და კონსულტანტი, 20+ წლის გამოცდილებით სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორში. ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი. 2011 წლიდან ჩართულია ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებაში; ჩატარებული აქვს 300+ ღია და დახურული ტრენინგი და მასტერკლასი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
- „მაინდერი“რეპუტაციის მართვის კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
- სნეპ, 2018სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
- „დელტა“, 2016-2018PR-ისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი
- „გროუინი“, 2015-2016თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანია
- ACT, 2014-2015PR-ისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი, გლობალური საკონსულტაციო კომპანია
- შსს, 2012-2014საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი
ასწავლიდა და ატარებს ტრენინგებს:
ადგილის დაჯავშნა
ფიზიკურად ან ონლაინ, 1 თვის განმავლობაში, 9 შეხვედრა (18 სთ). დაწყება: 13 ოქტომბერი.
შემდეგი ნაკადი: 24 ნოემბერი.
მოთხოვნები: დარგობრივი ცოდნა.
კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.